ცნობილი გახდა „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის სავარაუდო შემცვლელები #1TVSPORT
TURIN, ITALY - SEPTEMBER 14: Head coach of Juventus, Massimiliano Allegri, reacts before kick-off in the UEFA Champions League group H match between Juventus and SL Benfica at Juventus Stadium on September 14, 2022 in Turin, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)
იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო ანგელინიმ თავის „ტვიტერში“ დაასახელა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის სავარაუდო შემცვლელები.
მთავარ პრეტენდენტად მიჩნეულია პაოლო მონტერო, რომელიც დღეისთვის ტურინული კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას წვრთნის. მეორე კანდიდატია მასიმო კარერა, რომელიც „იუვენტუსში“ 1991-96 წლებში თამაშობდა.
ამ მომენტისთვის მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი „იუვენტუსი“ სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ 10 ქულით მერვე ადგილზეა. გუნდმა ასევე ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.