ცნობილი გახდა იბრაჰიმოვიჩის „მილანთან“ შეთანხმების დეტალები
ცნობილი გახდა იბრაჰიმოვიჩის „მილანთან“ შეთანხმების დეტალები

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ გადასვლასთან სულ უფრო ახლოსაა. გარიგების დეტალების შესახებ „გაძეტა დელო სპორტი“ წერს. ელოდებიან, რომ 38 წლის ფეხბურთელი ექვსთვიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, მოხვდება თუ არა „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე. ახლა კი მთავარი კრიტერიუმია თავად ფეხბურთელის გოლების რაოდენობა.

„მილანში“ იმედოვნებენ, რომ შვედი უახლოეს რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას და უკვე 30 დეკემბერს შეუერთდება გუნდს.

იბრაჰიმოვიჩის ბოლო კლუბი იყო „ლოს ანჯელეს გელაქსი“, რომელშიც 2018 წლის მარტიდან თამაშობდა. ამ გუნდში მან 58 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა.