გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა შემადგენლობა დაასახელა ერთა ლიგის მატჩებისთვის:

 

მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი);

მცველები – ბენჯამინ ჰენრიხსი (ლაიპციგი), ტილო კერერი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), დავიდ რაუმი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);

ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (ბაიერნი), ანტონ შტახი (მაინცი);

ფორვარდები – ქარიმ ადეიემი (ზალცბურგი, ავსტრია), თომას მიულერი (ბაიერნი), ლუკას ნმეჩა (ვოლფსბურგი), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი).

ივნისში გერმანიის ნაკრები ერთა ლიგაზე ოთხ მატჩს ჩაატარებს – იტალიასთან (4 და 14 ივნისი), ინგლისთან (7 ივნისი) და უნგრეთთან (11 ივნისი).

დატოვე კომენტარი