ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის კალენდარი 2025 წლის სეზონისთვის #1TVSPORT
ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის კალენდარი 2025 წლის სეზონისთვის #1TVSPORT

ფორმულა 1-მა ოფიციალურად წარმოადგინა კალენდარი 2025 წლის სეზონისთვის. ასეთი ნაადრევი პრეზენტაცია უკავშირდება იმას, რომ მომდევნო სეზონში ფორმულა 1-ს 75 წელი უსრულდება.

მომავალ წელს ჩემპიონატში იგეგმება 24 ეტაპის ჩატარება, რაც წლევანდელი რეკორდის გამეორებაა. რაც შეეხება ცვლილებებს, პირველად ბოლო ხუთ წელიწადში ახალი სეზონი დაიწყება არა ბაჰრეინში, არამედ ავსტრალიაში.

ყველა რბოლა, ერთის გარდა, კვირას გაიმართება. გამონაკლისია ლას ვეგასის რბოლა, რომელიც შაბათს, 22 ნოემბერს ჩატარდება.

2025 წლის კალენდარი:

  1. ავსტრალიის გრანპრი – 16 მარტი
  2. ჩინეთის გრანპრი – 23 მარტი
  3. იაპონიის გრანპრი – 6 აპრილი
  4. ბაჰრეინის გრანპრი – 13 აპრილი
  5. საუდის არაბეთის გრანპრი – 20 აპრილი
  6. მაიამის გრანპრი – 4 მაისი
  7. ემილია რომანიას გრანპრი – 18 მაისი
  8. 8. მონაკოს გრანპრი – 25 მაისი
  9. ესპანეთის გრანპრი – 1 ივნისი
  10. კანადის გრანპრი – 15 ივნისი
  11. ავსტრიის გრანპრი – 29 ივნისი
  12. ბრიტანეთის გრანპრი – 6 ივლისი
  13. ბელგიის გრანპრი – 27 ივლისი
  14. უნგრეთის გრანპრი – 3 აგვისტო
  15. ნიდერლანდების გრანპრი – 31 აგვისტო
  16. იტალიის გრანპრი – 7 სექტემბერი
  17. აზერბაიჯანის გრანპრი – 21 სექტემბერი
  18. სინგაპურის გრანპრი – 5 ოქტომბერი
  19. აშშ-ის გრანპრი – 19 ოქტომბერი
  20. მექსიკის გრანპრი – 26 ოქტომბერი
  21. სან პაულუს გრანპრი – 9 ნოემბერი
  22. ლას ვეგასის გრანპრი – 22 ნოემბერი
  23. ყატარის გრანპრი – 30 ნოემბერი

24. აბუ დაბის გრანპრი – 7 დეკემბერი