ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის კალენდარი
ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის კალენდარი

პრესაში გაჟონა ფორმულა 1-ში 2021 წლის ჩემპიონატის კალენდრის პროექტმა.

ახალი სეზონი 14 მარტს, ბაჰრეინის გრანპრით დაიწყება, ხოლო ავსტრალიის გრანპრი, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩემპიონატის პირველი რბოლა იყო, ოქტომბრისთვის გადაიტანეს.

სულ დაგეგმილია 22 ეტაპის ჩატარება. სეზონი დასრულდება 5 დეკემბერს აბუ დაბის რბოლით.

კითხვის ნიშანს იწვევს ჯიდაში საუდის არაბეთის გრანპრის ჩატარება, რადგან ტრასა, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა, რბოლის გამართვას ქალაქის ქუჩებში გეგმავენ.

და კიდევ, კალენდარში არ არის ბრაზილიის გრანპრი, რაც განპირობებულია სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს ტრასების ცუდი მდგომარეობით.

2021 წლის კალენდარი

14 მარტი – ბაჰრეინი

28 მარტი – ვიეტნამი

11 აპრილი – ჩინეთი

25 აპრილი – აზერბაიჯანი

2 მაისი – ნიდერლანდები

9 მაისი – ესპანეთი

23 მაისი – მონაკო

6 ივნისი – კანადა

20 ივნისი – ავსტრია

27 ივნისი – საფრანგეთი

11 ივლისი – ბრიტანეთი

25 ივლისი – უნგრეთი

29 აგვისტო – ბელგია

5 სექტემბერი – იტალია

19 სექტემბერი – რუსეთი

26 სექტემბერი – სინგაპური

10 ოქტომბერი – იაპონია

24 ოქტომბერი – ავსტრალია

7 ნოემბერი – აშშ

14 ნოემბერი – მექსიკა

28 ნოემბერი – საუდის არაბეთი

5 დეკემბერი – ადუ დაბი

დატოვე კომენტარი