ცნობილი გახდა ფლოიდ მეივეზერის სავარაუდო დაბრუნების თარიღი
ცნობილი გახდა ფლოიდ მეივეზერის სავარაუდო დაბრუნების თარიღი

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა უაიტი ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის ძველ და გავლენიან მრჩეველს ელ ჰეიმონს შეხვდება. მხარეებმა უნდა განიხილონ ლეგენდარული მოკრივის სავარაუდო დაბრუნება. უაიტის სიტყვები მოჰყავს ავტორიტეტულ ვებგვერდს BoxingScene-ს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პრესისთვის ცნობილი გახდა მეივეზერისა და უაიტის შეხვედრის შესახებ, რის შემდეგაც 42 წლის მოკრივემ 2020 წელს დაბრუნება დააანონსა.

„ჩვენ „კლიპერსის“ მატჩზე შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ და პირდაპირ იქვე, მოედანზე შევთანხმდით. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შესაძლოა, მარტში შევხვდე ელ ჰეიმონს და ჩვენ დავდებთ გარიგებას ქაღალდზე. თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, მე და ფლოიდი რაღაცას მოვაწყობთ მომავალი წლის ოქტომბერ-ნოემბერში“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური ბრძოლა პროფესიულ კრივში მეივეზერმა 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა, როცა მე-10 რაუნდში დაამარცხა შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი. მას პროფესიულ რინგზე 50-დან 50 მოგება აქვს მოპოვებული.