ცნობილი გახდა ფიურისა და უაილდერის ბრძოლის ახალი თარიღი #1TVSPORT
ცნობილი გახდა ფიურისა და უაილდერის ბრძოლის ახალი თარიღი #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ბრძოლა ოფიციალურად გადაიტანეს შემოდგომაზე.

შეხვედრა გაიმართება 9 ოქტომბერს, ლას ვეგასში. ამის შესახებ დაწერა პრომოუტერულმა კომპანია Top Rank-მა.

თავდაპირველად, ბრძოლა 24 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი გადადება გახდა საჭირო იმის გამო, რომ ბრიტანელი მოკრივის გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ეს იქნება ფიურისა და უაილდერის რიგით მესამე ბრძოლა. პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი ნოკაუტით ფიურიმ გაიმარჯვა.