ცნობილი გახდა ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე
ცნობილი გახდა ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე

სუპერმიძმე წონაში სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა მომდევნო ბრძოლას ბულგარელ კუბრატ პულევთან ჩაატარებს.

„მე შემატყობინეს, რომ პულევმა და ჯოშუამ ითხოვეს დრო 31 იანვრამდე მოლაპარაკებების გასამართად“, – აღნიშნა IBF-ის წარმომადგენელმა.

მოკრივეები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს 2017 წელს, მაგრამ ბულგარელმა ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დეკემბერში ენტონი ჯოშუამ მატჩ-რევანშში დაამარცხა მექსიკელი ენდი რუისი და ტიტული დაიბრუნა.

30 წლის ბრიტანელს კარიერაში 23 მოგება და ერთი წაგება აქვს. კუბრატ პულევმა პოლევმა პროფესიულ რიგზე 28 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა ვლადიმირ კლიჩკოსთან.