ცნობილი გახდა „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნების თარიღი
ცნობილი გახდა „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნების თარიღი

„ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს გაიმართება, – იტყობინება კატალონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

2020 წლის 23 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე პრეზიდენტობის კანდიდატები შეაგროვებენ ხელმოწერებს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ. 15-22 იანვარს გაიმართება აქტიური საარჩევნო კამპანია. როგორც ირკვევა, არჩევნები გაიმართება არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ მადრიდში, სევილიაში, ვალენსიასა და პალმა-დე-მალიორკაში. ხმის მიცემა შეეძლებათ მხოლოდ „ბარსელონას“ ფანებს, რომლებსაც საწევრო შეაქვთ და კლუბის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.