ცნობილი გახდა აშშ-ის ჰოკეის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის ზამთრის თამაშებისთვის #1TVSPORT
ჰოკეიში აშშ-ის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად.
შემადგენლობაში მხოლოდ NHL-ის ჰოკეისტები არიან:
მეკარეები – კონორ ელებაიკი (ვინიპეგი), ჯეიკ ეტინგერი (დალასი), ჯერემი სვეიმანი (ბოსტონი), ჯოუი დაკური (სიეტლი);
მცველები – ქუინ ჰიუზი (ვანკუვერი), ჩარლი მაკევოი (ბოსტონი), ადამ ფოქსი (რეინჯერსი), ზაკ ვერენსკი (კოლამბუსი), სეტ ჯონსი (ფლორიდა), ჯეიკობ სლავინი (კაროლინა), ნოა ჰენიფინი (ვეგასი), რაიან მაკდონა (ტამპა ბეი), ბროკ ფრაბერი (მინესოტა), ლუკ ჰიუზი (ნიუ ჯერსი), ბრეტ პეში (ნიუ ჯერსი), ნილ პიონკი (ვინიპეგი), ჯეიკ სანდერსონი (ოტავა), ბრედი შეი (ნეშვილი), ალექს ვლასიჩი (ჩიკაგო), ჯექსონ ლაკომბი (ანაჰაიმი);
ფორვარდები – მეტ ბოლდი (მინესოტა), კოულ კოფილდი (მონრეალი), ლოგან კული (იუტა), კაილ კონორი (ვინიპეგი), ჯეიკ აიკელი (ვეგასი), კონორ გარლანდი (ვანკუვერი), ჯეიკ გიუნცელი (ტამპა ბეი), ჯეკ ჰიუზი (ნიუ ჯერსი), პატრიკ კეინი (დეტროიტი), კლეიტონ კელერი (იუტა), მეტიუ ნაიზი (ტორონტო), კრის კრეიდერი (ანაჰაიმი), დილან ლარკინი (დეტროიტი), ოსტონ მეტიუზი (ტორონტო), ჯე თი მილერი (რეინჯერსი), ფრენკ ნაზარი (ჩიკაგო), ბროკ ნელსონი (კოლორადო), შეინ პინტო (ოტავა), ჯეისონ რობერტსონი (დალასი), ბრაიან რასტი (პიტსბურგი), ტეიჯ ტომპსონი (ბაფალო), ბრეიდი ტკაჩაკი (ოტავა), მეტიუ ტკაჩაკი (ფლორიდა), ვინსენტ ტროჩეკი (რეინჯერსი), ალექს ტაჩი (ბაფალო).
გუნდის საწვრთნელი ბანაკი პლიმუტში 26-27 აგვისტოს გაიმართება. ოლიმპიურ თამაშებზე თითოეული გუნდის განაცხადში იქნება სამი მეკარე, რვა მცველი და 14 ფორვარდი.