ცნობილი გახდა ანჩელოტის პოზიცია ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარისა და კაზემიროს მომავალზე #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაუკავშირდა „სანტოსის“ 33 წლის ფორვარდს, ნეიმარს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 33 წლის საყრდენ ნახევარმცველს, კაზემიროს და განიხილა მათი მომავალი ეროვნულ გუნდში. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Globo-მ.
წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა აცნობა ნეიმარს, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ბრაზილიის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. ასევე, ანჩელოტიმ კაზემიროს უთხრა, რომ მისი დაბრუნების სურვილი აქვს ბრაზილიის ნაკრებში.
ნეიმარმაც და კაზემირომაც ბოლოს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშეს.