2025 წელს უეფას სუპერთასის მატჩი იტალიის ქალაქ უდინეში გაიმართება. ამის შესახებ გამოაცხადა უეფას პრესსამსახურმა.
„უდინეზეს“ კუთვნილი სტადიონის „ფრიულის“ ტევადობა 25 144 მაყურებელს შეადგენს.
მატჩი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს შორის 2025 წლის 13 აგვისტის არის დანიშნული.