ცნობილი ადამიანები ჩაკვეტაძის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ - გიო, ველოდებით შენს დაბრუნებას [ვიდეო] #1TVSPORT

„გიორგი ველოდებით შენს დაბრუნებას“ – ასეთი სლოგანით გავრცელდა სოციალურ ქსელში პოპულარული ჯგუფის, Sport Fans-ის დამზადებული ძალიან ემოციური კლიპი, სადაც საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ 21 წლის შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

ჯგუფის წევრების წამოწყებულ გიორგი ჩაკვეტაძის მხარდასაჭერ აქციას ლამის მთელი საქართველო შეუერთდა – ცნობილი ქართველი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები, მომღერლები, „სუხიშვილები“. თითოეული მათგანი ნიჭიერ ქართველ ფეხბურთს გამოჯანმრთელებას და მოედანზე დროულ დაბრუნებას უსურვებს.

კლიპი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვით მთავრდება: „გიო, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და ყოფილიყავი მთელი ცხოვრება ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული. აბა შენ იცი!“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურებით, საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ჯგუფური ეტაპი მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, 2019 წლის შემდეგ ტრავმების გამო ბოლო ორი სეზონი ნორმალურად ვეღარ ჩაატარა.