ცნობილაძე იჯარით „ლოკომოტივში“ ითამაშებს
ცნობილაძე იჯარით „ლოკომოტივში“ ითამაშებს

დაჩი ცნობილაძე თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. 23 წლის ცენტრალური მცველი „საბურთალოში“ 2017 წელს ჩაირიცხა, მაგრამ წელს სათამაშო დრო არ ჰქონდა და გადაწყვეტილება კლუბთან შეთანხმებით მიიღო.

24 წლის მცველი „ლოკომოტივში“ 2018 წლის ბოლომდე იჯარით დარჩება. მისი ტრანსფერი კვლავ „საბურთალოს“ ეკუთვნის, სადაც „სამტრედიადან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ცნობილაძემ კარიერა 2013 წელს სწორედ „ლოკომოტივში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს ბოლნისის „სიონსა“ და რუსთავის „მეტალურგში“ თამაშობდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.