ცნობილ რუს მოკრივეს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება
ცნობილ რუს მოკრივეს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, რუსი სერგეი კოვალიოვის მიმართ სასამართლო გარჩევა მეოთხედ გადაიდო.

როგორც ESPN წერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი მოსმენა გაიმართა და ცნობილი გახდა მოკრივის წინააღმდეგ სასამართლოს დაწყების თარიღი. ეს არის 2020 წლის 8 აპრილი.

თავდაპირველად, კოვალიოვის წინააღმდეგ სასამართლო გასული წლის 25 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო.

საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს. 2018 წლის ივნისში, ამერიკელმა მოდელმა ჯეიმი ფრონტცმა განაცხადა, რომ მოკრივის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რადგან კალიფორნიაში გამართული საღამოს დროს, რუსს სექსუალურ კავშირზე უარი უთხრა.

ფრონტცის განცხადებით, მოკრივემ მას ცხვირი გაუტეხა. გოგონას ასევე ტვინის შერყევა და კისრის მალის დაზიანება დაუდგინეს.

მაშინ რუსი მოკრივე დააპატიმრეს, მაგრამ 50 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, თავდებით გაათავისუფლეს. თუ კოვალიოვის ბრალეულობა დამტკიცდება, მას ოთხი წლით პატიმრობა ემუქრება.