CNN - კადიროვთან დაკავშირებული სიტუაციის გამო სალაჰს ნაკრებიდან წასვლა სურს
CNN - კადიროვთან დაკავშირებული სიტუაციის გამო სალაჰს ნაკრებიდან წასვლა სურს

„ლივერპულის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებიდან წასვლის ვარიანტს განიხილავს, – ირწმუნება ამერიკული ტელეკომპანია CNN. ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა სიტუაციით, რომელიც გროზნოში ეროვნული გუნდის შეკრებაზე წარმოიშვა.

პრესაში ფართოდ შუქდებოდა ეგვიპტის ნაკრების შეხვედრა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან, რომელმაც სალაჰს ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

სალაჰს მიაჩნია, რომ მას იყენებდნენ და აღარ სურს დაკავშირებული იყოს არასაფეხბურთო თემებთან.

“ლივერპულის” ფორვარდს არ უნდა ითამაშოს გარკვეული როლი ვინმეს პოლიტიკური იმიჯის ამაღლებაში.

ეგვიპტის ნაკრებმა ორი თამაში წააგო ჯგუფურ ეტაპზე და დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი. სალაჰმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.