ცხრა იანვრიდან ლოზანა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს
ცხრა იანვრიდან ლოზანა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში 10 ქართველი სპორტსმენი საკუთარ ძალებს სპორტის ოთხ სახეობაში:-თხილამურში, ტრამპლინიდან ხტომაში, ფიგურულ ციგურაობასა და ციგაობაში მოსინჯავს.

9-დან 22 იანვრის ჩათვლით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 16 დისციპლინაში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

1. ალინა ურუშაძე – ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური)

2. ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა (წყვილები)

3. ალინა ბუტაევა – ფიგურული ციგურაობა (წყვილები)

4. იულია ლებედევა – ბითაძე – ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)

5. მიხეილ კაიგოროდცევი – ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)

6. ნოდარ კოზანაშვილი – სამთო თხილამური.

7. ნინო კურტანიძე – სამთო თხილამურობა

8. ესმირალდა გობოზოვა – ტრამპლინიდან ხტომა

9. ლუკა მჭედლიანი – ციგაობა

10. ლაშა მჭედლიანი – ციგაობა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები ლოზანაში დღეს გაემგზავრნენ.