„ცხინვალი“ ლიგა 3-ში გავარდა - პლეი აუტის ყველა წყვილი ცნობილია
„ცხინვალი“ ლიგა 3-ში გავარდა - პლეი აუტის ყველა წყვილი ცნობილია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დასკვნითი, 36-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი გასცა. თუმცა, რეალურად, კითხვა მხოლოდ ერთი იყო – რომელი გუნდი გავარდებოდა პირდაპირი გზით ლიგა 3-ში.

ეს უიღბლო გუნდი „ცხინვალი“ გამოდგა, რომელიც ბოლო ტურში „გაგრასთან“ 2:5 დამარცხდა და მომავალ სეზონში რანგით მესამე ქართულ ლიგაში ითამაშებს. მისმა კონკურენტმა ფოთის „კოლხეთმა“ „ფაზისზე“ ეროვნულ ლიგაში გადასული თბილისის „მერანი“ მიიღო, 2:1 დაამარცხა და ლიგაში ადგილის პლეი აუტით შენარჩუნების იმედი შეინარჩუნა.

სამტრედია – შუქურა 2:1

თელავი – ზუგდიდი 2:0

კოლხეთი 1913 – მერანი თბ 2:1

შევარდენი 1906 – გურია 2:3

ცხინვალი – გაგრა 2:5

ლიგა2-ის საბოლოო ცხრილი

1. მერანი თბ 81

2. სამტრედია 77

3. თელავი 63

4. შევარდენი 52

5. გაგრა 47

6. შუქურა 46

7. ზუგდიდი 40

8. გურია 33

9. კოლხეთი 28

10. ცხინვალი 26

საბოლოოდ, ლიგაში მესამე პოზიციაზე გასული „თელავი“ ეროვნული ლიგის პლეი აუტში „რუსთავს“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორეადგილოსანი „სამტრედია“ – ბოლნისის „სიონს“.

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი აუტში ლანჩხუთის „გურია“ ლიგა 3-ის მესამეადგილოსან დუშეთის „არაგვს“ შეხვდება, ხოლო ფოთის „კოლხეთის“ – ლიგა 3- ის მეორეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალს“.

საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით თბილისის „მერანის“ თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე გახდა. საგოლე ასისტენტებში პირველზე მისი თანაგუნდელი რეზო გეწაძე გავიდა (13 საგოლე), ხოლო ყველაზე მეტჯერ უგოლოდ თამაში „გაგრას“ მეკარე ბექა ქურდაძემ ჩაატარა – 14 შეხვედრა.