ცხადაძის გუნდის რეკორდი - „გაბალამ“ ჩემპიონატში პირველი გოლი მე-14 ტურში გაუშვა #1TVSPORT
ცხადაძის გუნდის რეკორდი - „გაბალამ“ ჩემპიონატში პირველი გოლი მე-14 ტურში გაუშვა #1TVSPORT

აზერბაიჯანის პირველ ლიგაში კახა ცხადაძის „გაბალამ“ რეკორდული სერია დაასრულა, გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი მე-14 ტურში გაუშვა (72-ე წუთზე), მაგრამ გასვლით მატჩში ერთ-ერთი კონკურენტი „იმიშლი“ 2:1 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

კახა ცხადაძემ გუნდი 2024 წელს ჩაიბარა. „გაბალამ“ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრიდან 11 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა (ბურთების შეფარდება 24:1-თან) და 36 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია – მეორეადგილოსან „ქარავანს“ შვიდი ქულით ასწრებს.