ცხადაძის გუნდი ევროტურნირებიდან მოკვეთეს - „ორდაბასს“ კანკავა-კვეკვესკირის „ტობოლი“ ჩაანაცვლებს
ცხადაძის გუნდი ევროტურნირებიდან მოკვეთეს - „ორდაბასს“ კანკავა-კვეკვესკირის „ტობოლი“ ჩაანაცვლებს

კახა ცხადაძეს შრომა წყალში ჩაუყარეს – ქართველმა სპეციალისტმა შიმკენტის „ორდაბასი“ ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გაიყვანა და გუნდმა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მიიღო, მაგრამ უეფა-მ ეს უფლება წაართვა.

საქმე ისაა, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ორდაბასი“ უახლოეს ორ ევროსეზონს ვერ ითამაშებს. უეფა-მ გადაწყვეტილება ასე ახსნა – გუნდს ფინანსური სანქციები დაუფიქსირდა. ყაზახებს გასაჩივრების დრო 2020 წლის 31 იანვრამდე გააჩნიათ და თუ ამ პერიოდში დაამტკიცებენ, რომ ყველა დავალიანება 2019 წლის 31 სექტემბრამდე გაისტუმრეს, სანქცია გაუქმდება.

„ორდაბასს“ თუ მას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას არ დართავენ, ტურნირზე ყაზახეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი კოსტანაის „ტობოლი“ ჩაანაცვლებს, სადაც ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი გამოდიან.