ცხადაძემ კვირკველიასა და გრიგალავას მიმართა - ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში ჩამოსვლა სირცხვილია
ცხადაძემ კვირკველიასა და გრიგალავას მიმართა - ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში ჩამოსვლა სირცხვილია

კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მცველებს, საბა კვირკველიასა და გია გრიგალავას მიმართა – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ისინი საქმისადმი დამოკიდებულებითვის გააკრიტიკა.

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა მივმართო კვირკველიასა და გრიგალავას – თავს მიხედეთ ბიჭებო, რა. ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა სირცხვილია. უბრალოდ, ასე არ შეიძლება. ეროვნული ნაკრების და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, როდესაც ფეხბურთელები ნაკრებში ასეთი წონით ჩამოდიან. მით უმეტეს, იმიტომ არ შეიძლება, რომ ნაკრების წამყვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან“, – განაცხადა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“.

ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში გუნდს ემოციები დააკლდა: „ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალის წაგების შემდეგ რთული იყო მდგომარეობიდან გამოსვლა. იქ ძალიან დიდი სამუშაო იყო გასაწევი, რომ ფეხბურთელებს ემოციები დაებრუნებინათ. ესტონეთთან შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო მეტი ჟინი დავინახე. ახალი მწვრთნელის მოსვლაზე ემოცია რაღაც დოზით იზრდება. თუმცა, მაინც არ ეყოთ“.