ცხადაძე ყაზახეთში ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ცხადაძე ყაზახეთში ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – 53 წლის ქართველი სპეციალისტი ყაზახურმა ინტერნეტგამოცემა „სპორტსმა“ დაასახელა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა შიმკენტის „ორდაბასმა“ სტუმრად „ჟეტისუსთან“ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, 3:2 მოიგო და „ასტანასთან“, „ტობოლთან“ და „ქაისართან“ ერთად 10 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

„ცხადაძის გუნდი 0:2-ს აგებდა და ამის შემდეგ სხვაობის გაქვითვა იოლი ამოცანა არ იყო, მით უმეტეს, მოგება. თუმცა, კახა ცხადაძემ მოახერხა და ფეხბურთელები ისე განაწყო , რომ უთულესი ამოცანის გადაჭრაც რეალური გახადა“, – ასე ასაბუთებს „სპორტსი“ კახა ცხადაძის აღიარებას.