ცხადაძე „ორდაბასს“ ტოვებს - მას ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს
ცხადაძე „ორდაბასს“ ტოვებს - მას ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს

შიმკენტისორდაბასი“ მთავარ მწვრთნელს 2020 წლის სეზონის ბოლოს შეცვლის“, – იუწყება გამოცემა „პროსპორტი“.

გამოცემის ინფორმაციით, კახა ცხადაძე სეზონის ბოლოს შიმკენტისორდაბასს“ ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილი პრობლემების გამო დატოვებს.

„კახა ცხადაძეს არაფერი ეშველება – ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ადგილიც კი. გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება. მიზეზი ფინანსურ დირექტორთან (რომელიც რეალურად კლუბში მთავარი პირია) ბახტიარ ბაისეიტოვთან უთანხმოებაა. 16 ტურის შემდეგ „ორდაბასი“ სატურნირი ცხრილში მესამე ადგილზეა. დამატებითი მაჩვენებლებით გუნდი ჩამორჩება „ასტანას“ და ერთი ქულით უსწრებს „ტობოლს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს გასამართი“, – წერს გამოცემა.

გასულ ტურში კონკურენტ კოსტანაისტობოლთან“ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მარცხამდე (0:3), ცხადაძის გუნდმა მშვენიერი თამაშების სერია გამართა და თვენახევარის განმავლობაში არ დამარცხებულა, ხუთი მატჩი მოიგო და ორი ​​ფრედ დაასრულა.