ცხადაძე „დინამოში“ ქულით დაბრუნდა - თბილისელებმა „შუქურა“ ვერ დაამარცხეს #1TVSPORT
ცხადაძე „დინამოში“ ქულით დაბრუნდა - თბილისელებმა „შუქურა“ ვერ დაამარცხეს #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება „დინამო-არენაზე“ გამართული მატჩით განახლდა. „დინამო თბილისმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ვერ დაამარცხა.

ეს იყო თბილისურ კლუბში დაბრუნებული კახა ცხადაძის პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის როლში. მან „დინამო თბილისში“ სათამაშო სქემა შეცვალა და გუნდი 3-4-3 სისტემით ათამაშა.

„დინამომ“ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. შანსები ქობულეთელებმაც შექმნეს, მაგრამ საათი ისე მიილია, გუნდებმა ვერ გამოიყენეს. ანგარიში 64-ე წუთზე „დინამომ“ სერბი ლეგიონერების დახმარებით გახსნა. მილან რადინმა მეკარესთან პირისპირ ზორან მარუშიჩი დატოვა, რომელმაც სეზონში მე-8 გოლი გაიტანა – 1:0.

თამაშის მსვლელობის ფონზე მდგომარეპბა მოულოდნელად შეიცვალა. 82-ე წუთზე თბილისელთა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ჯეფერსონ ჯერალდომ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

16 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 32 ქულა დააგროვა და გადაასწრო ბათუმის „დინამოს“ (31), ქობულეთის „შუქურა“ კი 15 ქულით ისევ მე-8 ადგილზეა.


„დინამო“ (თბ) – „შუქურა“ 1:1


გოლები: 1:0 მარუშიჩი (64. რადინის პასით), 1:1 ჯეფერსონ ჯერალდო (82. პ)

09.07. 2021. თბილისი. „დინამო არენა“

დინამო“ თბ: კვასხვაძე – ბენიო, მონხილი (86. მექვაბიშვილი), კობოურისპორკსლედე, პაპავა, გაგნიძე (46. რადინი), ხარაბაძე (65. მორჩილაძე) – კუცია (86. ზურაბიანი), მარუშიჩი, გაბედავა (87. ახვლედიანი)

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე (73. გოგიტიძე), ჭანტურია, რეხვიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი – ტენორი (56. ხმალაძე), კაკაშვილი, ჯეფერსონ ჯერალდომუსელიანი (73. კვარაცხელია), ინგოროყვა (80. ვერულიძე), სარდალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

მთავარი არბიტრი: ჯ. ხორავა

გაფრთხილებები: ჯეფერსონ ჯერალდო (19), მუსელიანი (32), ფაბიან სპორკსლედე (77), ვერულიძე (90+2)


 

დატოვე კომენტარი