ციურიხში თურქეთის საკონსულოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლოს
ციურიხში თურქეთის საკონსულოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლოს

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე თურქეთის საკონსულოს დაუდგენელმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლოს. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად, საკონსულოს ღობეს ცეცხლი წაეკიდა.

როგორც მედიასაშუალება პოლიციაზე დაყრდნობით წერს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი ახალგაზრდა. ისინი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ.

როგორც თურქული მედია წერს, ეს თურქეთის საკონსულოზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2018 წლის იანვარში საკონსულოს მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.