ცირეკიძე დაკავების ფაქტს უარყოფს
ცირეკიძე დაკავების ფაქტს უარყოფს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ოსაკაში მისი დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული და 23 წლამდე ნაკრებების წევრები ოსაკაში საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან. ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ წვრთნის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიდის და ინციდენტის ან დაკავების ფაქტი არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს.

ქართველი ძიუდოისტები თბილისში 1 მარტს საღამოს დაბრუნდებიან.