ციმბირში, საბრძოლო მასალების საწყობში ისევ აფეთქებები მოხდა
ციმბირში, საბრძოლო მასალების საწყობში ისევ აფეთქებები მოხდა

ციმბირში, ქალაქ აჩინსკში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი სამხედრო არსენალის საწყობში აფეთქებების მორიგი სერია გახდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქებების მიზეზად მეხის დაცემა იქცა. მედიის ცნობით, დაშავდა ცხრა ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებების შედეგად რამდნიმე ადამიანი დაშავდა, სამხედრო ბაზასთან მდებარე სოფლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, საწყობში რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვი ინახებოდა.