ციმბირში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებებისას რვა ადამიანი დაშავდა

11:28, 06.08.2019

ციმბირში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. აფეთქებები ქალაქ აჩინსკის მახლობლად მოხდა. სამხედრო ბაზასთან მდებარე სოფლებიდან ათი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, საწყობში რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვი ინახებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კრასნოიარსკის რეგიონი რუსეთის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალდა.

მსგავსი