ციციპასს საკუთარი ფანკლუბი სურს
ციციპასს საკუთარი ფანკლუბი სურს

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა განაცხადა, რომ საკუთარი ფანკლუბის ყოლა სურს.

„ვიმედოვნებ, მაყურებელს ჩემი თამაში მოსწონს. ვფიქრობ, რომ ჩოგბურთისთვის ბევრი რამის შეთავაზება შემიძლია. ძალიან მინდა, რომ საკუთარი ფანკლუბი მყავდეს. მსურს გულშემატკივრები ჩემს საყურებლად ისე დადიოდნენ, როგორც ამას ფედერერის შემთხვევაში აკეთებენ“, – ციტირებს ციციპასს „ნიუ-იორკ თაიმსი“. – „მე მინდა ადამიანებთან სიახლოვეს ვგრძნობდე, ვუყვარდე მათ და მაფასებდნენ“.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის სტეფანოს ციციპასმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სამ სეტში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა და ამ ტიტულის მოგება კარიერაში პირველად მოახერხა.

დატოვე კომენტარი