ციციპასმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს
ციციპასმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა სტეფანოს ციციპასმა ტრავმის გამო, შესაძლოა, 2020 წლის სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.

ინტერნეტ-გამოცემა Sports3-ის ინფორმაციით, 22 წლის ბერძენ ჩოგბურთელს ზურგის კუნთის დაზიანება დაუდგინეს,

აღსანიშნავია, რომ ეს ტრავმა ციციპასმა ჯერ კიდევ რომის ტურნირზე მიიღო და მან თავი უკვე როლან გაროსის მსვლელობისას შეახსენა. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, როცა ბერძენმა მეხუთე სეტში ვეღარ შეძლო სერბისთვის დიდი ბრძოლის გაწევა.

იტყობინებიან, რომ ახლა ციციპასმა შეიძლება გამოტოვოს ტურნირები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, აგრეთვე, პარიზის „მასტერსი“. მანამდე, ბერძენმა განაცხადი გამოიტანა სანკტ-პეტერბურგის ტურნირიდან, რომელიც 12-18 ოქტომბერს გაიმართება.