ციციპასმა რუბლიოვი დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის შანსი შეინარჩუნა
ციციპასმა რუბლიოვი დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის შანსი შეინარჩუნა

ინგლისში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის ლონდონი 2020-ის ჯგუფში ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა რუსი ანდრეი რუბლიოვო სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში (6:1 4:6 7:6) დაამარცხა და ნახევარფნალში თამაშის შანსი შეინარჩუნა.

ამ პრესტიჟული გათამაშების საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მას ესპანელი რაფაელ ნადალის დამარცხება მოუწევს, რაც საკმაოდ რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონი 2020-ის ჯგუფიდან ერთი ჩოგბურთელი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი ორი მოგებით უკვე ნახევარფინალშია. დღეს ტოკიო 1970 ჯგუფის მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართება: ზვერევი-შვარცმანიჯოკოვიჩი-მედვედევი.

დატოვე კომენტარი