ჩვენმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო თასზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩვენმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო თასზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ტაილანდის დედაქალაქმა პარაწოლჭიმში მსოფლიო თასს უმასპინძლა. ბანგკოგში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – აჰმედ რაზმაზარმა და იაგო გორგოძემ.

-80კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რაზმაზარმა 190 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მეორე ადგილზე გავიდა გორგოძეც (107 კგ. წონით კატეგორიაში), რომელმაც ასევე 190 კილოგრამი დაძლია და ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.