ჩვენი მომავალი ხარ და გვაპატიე - „შუქურას“ გულშემატკივრებმა „დინამოს“ ნახევარმცველს მოუბოდიშეს #1TVSPORT
ჩვენი მომავალი ხარ და გვაპატიე - „შუქურას“ გულშემატკივრებმა „დინამოს“ ნახევარმცველს მოუბოდიშეს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ გულშემატკივართა კლუბმა „ვიკინგებმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც „დინამო თბილისის“ და საქართველოს ნაკრების 17 წლის ნახევარმცველს, გაბრიელ სიგუას ინციდენტისთვის ბოდიში მოუხადეს.

2 აპრილს, ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე, ქობულეთის „შუქურა“ საქართველოს ჩემპიონს, „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. მატჩის მსვლელობისას გაბრიელ სიგუას ტრიბუნიდან გასროლილი პლასტმასის ბოთლი მოხვდა. თბილისელთა ნახევარმცველს სერიოზული არაფერი მოსვლია, მაგრამ ცხადია, არასასიამოვნო ამბავი იყო.

„თამაშის დროს გაბრიელ სიგუასთან მიმართებაში მომხდარ ფაქტს გვერდს არ ავუვლით. ამ ბიჭს „ვიკინგები“ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და გულით ვქომაგობთ. ჩვენი ტრიბუნიდან გვერდითი არბიტრის მიმართულებით ნასროლი ბოთლი ემოციიდან გამომდინარეობდა, რომელიც სიგუას მოხვდა. დიდ ბოდიშს გიხდით, სიგუ! შენ ჩვენი მომავალი ხარ და იცოდე, რომ მუდამ შენს გვერდში ვიქნებით, გვაპატიე“, – წერია „შუქურას“ გულშემატკივართა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ვილი სანიოლმა მარტის თამაშებში საქართველოს ნაკრებში პირველად მიიწვია, 25 მარტს კი 17 წლის ფეხბურთელმა მონღოლეთთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა.