ჩვენი მეტოქე - ვან დე ლოიმ ევრო 2023-სთვის ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ჩვენი მეტოქე - ვან დე ლოიმ ევრო 2023-სთვის ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – გუნდის მწვრთნელმა, ერვინ ვან დე ლოიმ დაასახელა 23-კაციანი სია, რომლითაც საქართველოში გამოემგზავრება.

მეკარეები: ბარტ ვერბრუგენი (ანდერლეხტი), კიელ შხერპენი (ბრაიტონი), იასპერ სხენდელაარი (ზვოლე)

მცველები: სეპ ვან დენ ბერგი (ლივერპული), იან მაატსენი (ჩელსი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), მილან ვან ევეიკი (ჰეერენვეენი), კვილინდსი ჰარტმანი (ფეიენოორდი), დევაინ რენჩი (აიაქსი), მიკი ვან დე ვენი (ვოლფსბურგი)

ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), ლიუდოვიტ რეისი (ჰამბურგი), კენეტ ტეილორი (აიაქსი), ვაუტერ ბიურგერი (ბაზელი), იურგენ ეკელენკამპი (ანტვერპენი), სვენ მეინანსი (ალკმაარი), მილიონი მანჰოფი (ვიტესი), კვინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი)

თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი (აიაქსი), ტეის დალინგა (ტულუზი), კრისენსიო სამერვილი (ლიდსი), ელაის ტავშანი (ბრედა), ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).

ვან დე ლოი 21-წლამდელთა ნაკრებში ხუთწლიან საქმიანობას ევრო 2023-ის შემდეგ დაასრულებს და მას მიხაელ რეიზიგერი ჩაანაცვლებს. ნიდერლანდელები A ჯგუფში საქართველოს, პორტუგალიისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდებიან, თამაშებს კი თბილისში („დინამო არენა“, „მიხეილ მესხი არენა“) გამართავენ.

ევრო 2023-ს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ფინალი ბათუმში გაიმართება.