ჩვენი მეტოქე - ლატვია | ერთა ლიგა
ჩვენი მეტოქე - ლატვია | ერთა ლიგა

ჩვენი დღევანდელი მეტოქე – ლატვია, ერთა ლიგის D დივიზიონში, ერთადერთი გუნდია, რომელსაც უმაღლესი რანგის ტურნირზე უასპარეზია.  ეს მიღწევაც და ზოგადად ლატვიური ფეხბურთის ის წარმატებები, რომლებსაც ამ ქვეყნის ნაკრებმა 2000-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია, გარკვეულწილად ვეტერან ქართველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს – რევაზ ძოძუაშვილსაც უკავშირდება. თუმცა ეს დამოკიდებელი ლატვიური ფეხბურთის მეორე ისტორიაა, პირველი კი ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

ლატვიის ნაკრები 1922-იდან 1940 წლამდე, ანუ მანამ სანამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდათ, 19 -ჯერ გახდნენ ბალტიის ზღვისპირა ქვეყნების თასი გამარჯვებული

ლატვიის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი 1922 წელს მეზობელ ესტონელებთან გამართა. ამის შემდეგ ისინი 1940 წლამდე, ანუ მანამ სანამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდათ 19 -ჯერ გახდნენ ბალტიის ზღვისპირა ქვეყნების თასი გამარჯვებულები. ახლოს იყვნენ 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთანაც. მაშინ ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარეს, რის შემდეგფაც გადათამაშებაში ავსტრიის ბარიერი ვეღარ დაძლიეს.

 

 

 

 

 

 

 

პლეიოფში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მქონე ავსტრიის გერმანიის მიერ ოკუპაცია მოხდა. შედეგად ლატვიაში გაჩნდა მოლოდინი, რომ მუნდიალზე ავსტრიელებს სწორედ მათი ნაკრები ჩაანაცვლებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში ასე ხდებოდა, ამჯერად FIFA-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

ლატვიის ნაკრების ახალი ისტორია 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება. FIFA-ში მეორედ გაწევრიანების შემდეგ, ბალტიისპირელებმა თავიანთი სადებიუტო მატჩი 92 წლის 8 აპრილს, ბუქარესტში – რუმინეთთან გამართეს.

1998 წელს, ლატვიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი სპეციალისტი – რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში, ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში ოფიციალურ მატჩებში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა გზები პირველად გადაიკვეთა. 1998 წლის 10 ოქტომბერს ძოძუაშვილის ლატვიამ გუცაევის საქართველო, რიგაში 1-0 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ კი, თბილისში გამართული მატჩი, რომელშიც უკვე ორივე გუნდს სხვა მწვრთნელი ჰყავდა ფრედ, 2-2 დასრულდა. ორივე ეს შედეგი მაშინ დიდ მოულოდნელობად ჩაითვალა. მართალია ამ წელს ლატვიელებმა ქვეჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მომდევნო ცდაზე შედეგიც მოვიდა. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე კი შესარჩევში პოლონეთი და უნგრეთი ჩატოვეს, შემდეგ პლეი ოფში თურქეთი დაამარცხეს  და პორტუგალიის საგზური მოიპოვეს.

ქართველი სპეციალისტი ლატვიის ნაკრებს 1998-1999 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში ლატვიელებმა საქართველოს ნაკრების დამარცხება პირველად შეძლეს

სასწაულები ამით არ დასრულებულა. მართალია ბალტიისპირელები ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან ვეღარ გავიდნენ, თუმცა მეორე ტურში, მრისხანე მეტოქეს – გერმანიას 0:0 ეთამაშნენ, რაც გერმანელებს საბოლოოდ ასევე ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდათ.

ევრო 2004-ის ჯგუფური ეტაპი. გერმანია 0:0 ლატვია. ამ ფრის შედეგად გერმანელებისაბოლოოდ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ

რაც შეეხება საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს, ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე სულ რვაჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი 1994 წლის 26 ივნისს, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით გაიმართა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 3:1 გაიმარჯვა. აღსანიშნია რომ  მატჩში ერთერთი გოლი კახა კაჭარავამ გაიტანა, თითქმის 25 წლის შემდეგ კი იგივეს გაკეთების შანსი, შესაძლოა მის ვაჟს – ნიკა კაჭარავს მიეცეს.

საქართველოსა და ლატვიის პირველი მატჩი 1994 წლის 26 ივნისს, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით გაიმართა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 3:1 გაიმარჯვა. აღსანიშნია რომ  მატჩში ერთერთი გოლი კახა კაჭარავამ გაიტანა, თითქმის 25 წლის შემდეგ კი იგივეს გაკეთების შანსი, შესაძლოა მის ვაჟს – ნიკა კაჭარავს მიეცეს.

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო შეხვედრას იგი, გასული წლის 28 მარტს თბილისში შედგა და ვაისის გუნდის შთამბეჭდავი გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

  

ანანიძე 18′ (პ.), 77′; ქვილითაია 32′, 68′; არაბიძე 90′

სულ კი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან ოთხ-ოთხი ოფიციალური და ამხანაგური მატჩი იყო.  ოთხიდან სამ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება ქართველებს დარჩათ, ერთხელ კი ბალტიისპირელებმა მოიგეს. ბურთების სხვაობა, ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტი ხუთზეა. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს აქ უპირატესობა ლატვიელთა მხარესაა. მათთან ოთხი დაპირისპირებიდან ორში დავმარცხდით, ორი კი ფრედ დავასრულეთ, ბურთების შეფარდება სამი-ხუთზე.

მიმდინარე ერთა ლიგა ლატვიელებმა წარუმატებლად დაიწყეს და დაუგეგმავი ქულები დაკარგეს. პაატელანენის შეგირდებმა, რიგაში „დაუგავაზე“ ქვეჯგუფის აშკარა აუტსაიდერის სტატუსის მქონე ანდორას უმასპინძლეს და შეხვედრა უგოლოდ დაასრულეს. ხაზგასასმელია ისიც რომ, ამ შეხვედრაში ბალტიისპირელებმა, ანდორელთა კარისკენ 90 წუთის განმავლობაში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

დღევანდელი მდგმარეობით, ლატვიის ნაკრები ფიფა-კოკაკოლას ოფიციალურ რეიტინგში, საქართველოს 33 საფეხურით ჩამორჩება და 129-ე ადგილზეა, ევროპაში კი 55 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.