ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია - „დინამო თბილისი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პეტიციას შეუერთდა #1TVSPORT
ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია - „დინამო თბილისი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პეტიციას შეუერთდა #1TVSPORT

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეების ინიციატივით სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელსაც „დინამო თბილისი“ შეუერთდა – ამის შესახებ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის განცხადებაში წერია.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით პეტიციას „დინამო თბილისი“ უერთდება და კლუბის სახელით, პრეზიდენტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ განცხადებაში ახსნა, პეტიციას კლუბი და პირადად თვითონ რატომ უერთდება.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით პეტიციას „დინამო თბილისიც“ უერთდება. ასეთ რთულ მომენტში, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ინიციატივის შესაძლებლობად ქცევა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშვნა, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – აცხადებს რომან ფიფია.

პეტიციაზე ხელმოწერა მოქალაქეებს შესაბამის ბმულზე შეუძლიათ.