„ჩვენ ვართ ტორპედო“ - მჭედლიძე გუნდს უახლოეს მომავალში დაეხმარება #1TVSPORT
„ჩვენ ვართ ტორპედო“ - მჭედლიძე გუნდს უახლოეს მომავალში დაეხმარება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრების ჯგუფი „ჩვენ ვართ ტორპედო“ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის გადასვლას გამოეხმაურა და საინტერესო ამბავი გაავრცელა.

„ტორპედოს“ გულშემატკივართა ვებგვერდმა უარყო ხმები, თითქოს, მჭედლიძე ჯერ სათამაშოდ მზად არ არის – მათი ცნობით, 31 წლის გამოცდილი თავდამსხმელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა, გუნდს უახლოეს პერიოდში დაეხმარება.

„როგორც უკვე იცით, 31 წლის გამოცდილი ფორვარდი ლევან მჭედლიძე „ტორპედოში“ ითამაშებს. ბევრს ჰგონია, რომ ის ახალი სეზონიდან შემოგვიერთდება, თუმცა ეს ასე არ არის, ფეხბურთელი გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება და ჩვენს დახმარებას მიმდინარე სეზონშიც შეძლებს“, – ამტკიცებს „ტორპედოს“ ფანკლუბის ვებგვერდი.

გორის „დილა“, „ემპოლი“, „პალერმო“, „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“ – ეს ის გუნდებია, სადაც ლევან მჭედლიძეს უთამაშია. გამოცდილი თავდამსხმელი 2007 წლიდან არის ეროვნული ნაკრების წევრია.

მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. საქართველოში 2020 წელს დაბრუნდა, ბოლოს ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, რომელიც გაზაფხულზე წინ დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.