ჩვენ ისინი თეთრ სახლში უნდა მოვიწვიოთ – ტრამპი ფიურისა და უაილედრის ბრძოლით მოიხიბლა (ვიდეო)

13:37, 25.02.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოხიბლული დარჩა ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ბრძოლით და გადაწყვიტა მოკრივეები თეთრ სახლში მიიწვიოს.

„ეს იყო შესანიშნავი ბრძოლა. საქმეში ვნახეთ ორი დიადი მებრძოლი. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. შესაძლოა, ჩვენ ისინი თეთრ სახლში მივიწვიოთ. ვფიქრობ, გავაკეთებთ ამას“, – თქვა ტრამპმა.

ტაისონ ფიურიმ 22 თებერვალს დაამარცხა უაილდერი სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით ბრძოლაში. ბრიტანელმა მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

31 წლის ფიურის კარიერაში ერთი ბრძოლაც არ წაუგია – 30 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი ფრე.

მსგავსი