ჩვენ გოლის გატანა შეგვიძლია
ჩვენ გოლის გატანა შეგვიძლია

მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი ბარსელონასთან ანგარიშით 0-1 წააგო, ოლე გუნარ სოლსკიაერი კი კამპ ნოუზე 20 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება.

„1999 წლის ფინალს არ ვახსენებ, რადგან ეს “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ის ფინალი იყო, სულ სხვა მატჩი. ჩვენ ძირითადად პსჟ-თან, იუვენტუსთან გასვლაზე მოგებულ მატჩებს გამოვიყენებთ. კარგი გუნდები სახლიდან შორს უკვე დაგვიმარცხებია და დიდებული ფეხბურთელებიც შეგვიჩერებია. ჩვენ პირველ მატჩში ბარსელონას საკადრისი წინააღმდეგობა გავუწიეთ. დიახ, ისინი თამაშს აკონტროლებდნენ, ბურთის ფლობაც მათი იყო, მაგრამ ჩვენს ნახევარზე დიდად არ შევუწუხებივართ. შეხედეთ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებს და ეს მოტივაციას შეგძენთ, დაინახავთ, რომ გოლის გატანა შეგვიძლია“, – განაცხადა მანჩესტერის ნორვეგიელმა დამრიგებელმა.