ჭრიკიშვილი-ღვინიაშვილის ფინალის მოლოდინში
ბრატისლავაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის თასზე დღეს 90კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი რუს რომან დონცოვს დაუპირსპირდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი კანადელ მოჰან ელ ნაჰასს შეხვდება. კიდევ ერთმა ქართველმა, პაატა ღვინიაშვილმა იასპარეზა ამ წონით კატეგორიაში და 1/4-ში დამარცხდა.
ჭრიკიშვილსა და ღვინიაშვილს შორის უკეთესი შედეგის მქონე, სავარაუდოდ, ბაქოში 20-27 სექტემბერს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. ფინალური ბლოკი დღის მეორე ნახევარში დაიწყება.