ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს | ძიუდო
ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს | ძიუდო

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველი მესამე ადგილისთვის სერბ ნემანია მაჯდოვს დაუპირისპირდება. ტურნირზე დღეს, 26 ოქტომბერს, ტატამზე კიდევ ორი ქართველი გამოვიდა, მაგრამ 90კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი და +100კგ-ში ლევან მატიაშვილი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ ლუკა მაისურაძემ (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა და ეს ჯერჯერობით საქართველოს ნაკრების ერთადერთი მედალია .

ფინალური ბლოკი 17.00 საათზე დაიწყება.