ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი - სექტემბრის მატჩებში ბევრად მეტი დავიმსახურეთ #1TVSPORT
ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი - სექტემბრის მატჩებში ბევრად მეტი დავიმსახურეთ #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები საქართველოსთან მარცხს დღემდე ვერ ეგუებიან და იმედგაცრუებას ვერ მალავენ. ევრო 2020-ის მონაწილე და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში გასული გუნდი ერთა ლიგაზე საქართველომ ორჯერ დაამარცხა.

გუნდის წარუმატებლობა ამით არ დასრულებულა – ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონია სახლში ბულგარეთს შეხვდა, 0:1 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ბერძნული „ლამიას“ შემტევი სტეფან აშკოვსკი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია სექტემბრის ორ მატჩში ბევრად მეტს იმსახურებდა.

„ბულგარელებთან კაცი გაგვიგდეს და კაცნაკლულად თამაში რთული იყო. ვფიქრობ, ტოდოროსკიმ წითელი ბარათი დაუმსახურებლად მიიღო, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და დღევანდელ შემთხვევაში მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. თუმცა, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონია ვართ და კიდევ ბევრი გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით. თუმცა, ძალიან საწყენია, რომ სექტემბრის ორ მატჩში ქულაც ვერ ავიღეთ, რადგან ამ შედეგებზე ბევრად მეტი დავიმსახურეთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ სტეფან აშკოვსკიმ.