გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზე“ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი გერმანია იქნება
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზე“ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი გერმანია იქნება

საფრანგეთმა და გერმანიამ კომპრომისს მიაღწიეს, რაც ბერლინს საშუალებას აძლევს, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2-ზე“ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი იყოს.

„ფრანს 24“-ის ინფორმაციით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ახალი საზღვაო ენერგო მილსადენების ზედამხედველობას, რომელიც წევრი ქვეყნების ტერიტორიიდან განხორციელდება.

გაზსადენზე რუსეთის მხრიდან სამუშაოები უკვე დაიწყო. აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირი გერმანიამ უნდა მიიღოს. ერთ-ერთმა ფრანგმა დიპლომატმა „ფრანს 24“-ს განუცხადა, რომ საფრანგეთი „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს არც ემხრობა და არც ეწინააღმდეგება, ამავდროულად, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება სურს. გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2-ის“ მთავარი მოწინააღმდეგეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე აშშ არიან და ამტკიცებენ, რომ პროექტი რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გაზსადენი ეკონომიკური პროექტია, რომელიც უფრო იაფ და საიმედო მომარაგებას უზრუნველყოფს.