ჩრდილოეთ მაკედონიის თავდამსხმელი - თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს, ქართველებთან პრობლემა არ შეგვექმნება #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის თავდამსხმელი - თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს, ქართველებთან პრობლემა არ შეგვექმნება #1TVSPORT

დარკო ჩურლინოვი ერთ-ერთია, ვისგანაც ჩრდილოეთ მაკედნოიელები ერთა ლიგაზე საქართველოსთან საშინაო მატჩში ძალიან ბევრს ელიან. „შალკეს“ 21 თავდამსხმელი იმითაა გამორჩეული, რომ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 16 წლის ასაკში ჩაატარა და გუნდის ისტორიაში ყველაზე მცირეწლოვანი დებიუტანტი გახდა.

ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის გამო ჩრდილოეთ მაკედონიელები საქართველოს ნაკრებს უფრთხიან, მაგრამ ჩურლინოვი დარწმუნებულია, რომ სწორი თამაშით მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს.

„ვიცით, რომ საქართველო სერიოზული კონკურენტია. თუმცა, ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების და თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ მატჩში პრობლემა არ შეგვექმნება“, – ამბობს ჩურლინოვი.

მისი თქმით, ერთა ლიგის სტარტზე გუნდი დამაჯერებელი არ იყო და ამის მიზეზებიც დაასახელა.

„ბოლო ორი მატჩი სულ სხვა ტიპის იყო. არა იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ, უბრალოდ, მეტოქემ ასეთი თამაში თავს მოგვახვია. ჩვენ გყავდა მოწინააღმდეგე, რომელიც მხოლოდ თავს იცავდა. ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილის მოპოვებაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ქართველებთან დუელზე ყურადღებას არ გავამახვილებთ“, – განაცხადა ჩურლინოვმა.