ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ეს ფინალამდე გახურება უნდა იყოს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ეს ფინალამდე გახურება უნდა იყოს

„დინამო-არენას“ მედიადარბაზში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოსთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადყოფნაზე ილაპარაკა.

„მოთამაშეები ჯერ სასურველ დონეზე არ არიან, მაგრამ მიხარია, რომ ნაკრებში თამაშისას ყველა მაქსიმუმს აკეთებს. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ჩვენ ეს სომხეთთან მოვახერხეთ. ყველა მოთამაშე, ვინც აქ იმყოფება, სრულ მზადყოფნაშია. ერთადერთი ვირუსთან დაკავშირებით მცირე პრობლემა სტეფან რისტოვსკის აქვს”, – თქვა ვარჯიშის დაწყებამდე იგორ ანგელოვსკიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის მწვრთნელმა მეტოქეც შეაფასა:

„საქართველო კარგი მეტოქეა. ისინი შინ თამაშობენ, ფავორიტები არიან. გუნდი ახლა კარგ ფორმაშია. მათ, ჩვენსავით, კარგი შედეგები ჰქონდათ ერთა ლიგასა და შესარჩევ მატჩებში. მე პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ როგორც ჩვენ, ასევე საქართველო ნახევარფინალურ მატჩებში გავიმარჯვებთ და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ფინალში შეხვდებით. დაე, ეს ფინალამდე გახურება იყოს. იმედი მაქვს, რომ ხვალ გავიმარჯვებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი რვა სექტემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.