ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - დღეს ვნახე, ერთა ლიგის ფინალში რა მეტოქე გველოდება
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - დღეს ვნახე, ერთა ლიგის ფინალში რა მეტოქე გველოდება

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდთან ერთა ლიგის C2 ჯგუფში ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრა „დინამო-არენასმედიადარბაზში გამართულ პრესკონფრენეციაზე შეაფასა.

„დღეს ვნახე ერთა ლიგის ფინალში რა დონის მეტოქე გველოდება. ვერც იმას ვიტყვი, რომ ქულა დავკარგეთ და ვერც იმას, რომ ქულა მოვიპოვეთ. უბრალოდ, მიხარია, რომ ჩემმა ნაკრებმა დღეს საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით დავრჩით და ამის გამო ქულით კმაყოფილი ვარ, ახლა შემდეგ შეხვედრაზე ვფიქრობთ,“ – ამბობს იგორ ანგელოვსკი.

ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ საქართველომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ 4-4 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან.