ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ძველი ჰიმნის ჩართვის გამო საქართველოს წერილობით მოუბოდიშა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ძველი ჰიმნის ჩართვის გამო საქართველოს წერილობით მოუბოდიშა #1TVSPORT

27 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 79:65 დაამარცხა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის დასაწყისში ორგანიზატორებმა საქართველოს ამჟამინდელი ჰიმნის ნაცვლად დაუკრეს „დიდება“, რომელიც 2004 წელს შეიცვალა.

თუმცა მასპინძლებმა იქვე მთელს საქართველოს ოფიციალურად, წერილობით მოუბოდიშეს.

„ძვირფასო ქართველებო, ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩის წინ საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვიღებთ მტკიცე ვალდებულებას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.

ამ სამწუხარო შემთხვევამ მოგვცა მწარე გამოცდილება, რომლის შემდეგაც გადავდგამთ სასწრაფო და კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.“