ჩრდილოეთ მაკედონიის ბანაკი - პანდევი, ელმასი და ნესტოროვსკი თბილისში მოდიან
ჩრდილოეთ მაკედონიის ბანაკი - პანდევი, ელმასი და ნესტოროვსკი თბილისში მოდიან

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც იტალიაში თამაშობენ – გორან პანდევი, ელიფ ელმასი და ილია ნესტოროვსკი, სკოპიეში ჩავიდნენ და ეროვნულ გუნდს შეკრებაზე შეუერთდნენ – სამივე „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი ისტორიული მატჩისთვის ემზადება.

ზოგიერთი იტალიური მედიასაშუალების მტკიცება ზუსტი არ გამოდგა. მათი ცნობით, ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის გაძლიერებული საფრთხის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანმრთელობის სამსახურებმა ზოგიერთ გუნდის ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში გამგზავრება აუკრძალა. ჯანმრთელობის სამსახურების შეფასებით, მოთამაშეთა ასეთი ჯგუფური მოძრაობა დიდ რისკს შეიცავდა და დაბრუნების შემდეგ ისინი კარანტინში დაბრუნდებოდნენ. ეს გუნდები არიან „ფიორენტინა“, „ჯენოა“, „ინტერი“, „რომა“, „სასუოლო“ და „ლაციო“. მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი, იგორ ანგელოვსკი მშიდად არის, რადგან შეკრებაზე ყველა ლიდერი ჩავა, მათ შორის – გორან პანდევი.

ამასთან, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ხელმძღვანელი კატეგორიულად ხაზს უსვამს იმას, რომ ჯერჯერობით ეროვნული გუნდის არცერთ წევრს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, რომ ნაკრებს ვერ შეუერთდებიან. ადრე ამტკიცებდნენ, რომ „ნაპოლის“ არ სურდა ელიფ ელმასის გაშვება, მაგრამ დადასტურებულია, რომ ბალკანელთა ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი თბილისში მოდის, ისევე როგორც „უდინეზეს“ თავდამსხმელი ილია ნესტეროვსკი.

ასევე სკოპიეში ელიან ზაგრების „დინამოდან“ არიან ადემის ჩასვლას, რის შემდეგაც განისაზღვრება ტრავმის სიმძიმე და რამდენად შესაძლებელია, რომ ის 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ თამაშისთვის მოემზადოს.