ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან რევანშზე - პირველი ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან რევანშზე - პირველი ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT

ტოდორ ტოდოროსკი საქართველოს ნაკრებთან რევანშით იმუქრება. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და სლოვაკური „სერედის“ მარჯვენა მცველი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნებთან“ სამქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, სექტემბერში თბილისში დაგეგმილ მეორე შეხვედრას მოიგებენ და პირველ ადგილს დაიკავებენ.

„ერთა ლიგაზე ბოლო ორი მატჩია დარჩენილი. ჩვენ საქართველოს ჩამოვრჩებით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონია თბილისურ შეხვედრაზე ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად გავემგზავრებით“, – ამბობს ტოდოროსკი.

ერთა ლიგაზე საქართველოსთან გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია შოკში იყო. მაგრამ ბულგარეთთან ჩვენმა ფრემ (0:0) ბალკანელებს პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი დაუბრუნა. მაგრამ ტოდოროვსკი საკუთარ ნაკრებზე ისე საუბრობს, როგორც მსოფლიო გრანდზე.

„ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონია ვართ და ყველა მატჩის მოგებას ვაპირებთ, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ვითამაშოთ. ახლაც, საქართველოს შეცდომის შემდეგ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამ პირველი ადგილის მოპოვებას ვაპირებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ტოდოროსკიმ.