ჩრდილოეთ მაკედონიაში პარლამენტი დაითხოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიაში პარლამენტი დაითხოვეს

ჩრდილოეთ მაკედონიაში პარლამენტი დაითხოვეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ვადამდელი არჩევნების 12 აპრილს გამართვის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა, რომელიც არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს.

მანამდე პარლამენტმა თვითდათხოვნას უყარა კენჭი.

ზორან ზევის მეთაურობით ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა 3 იანვარს გადადგა. გარდამავალ პერიოდში ხელისუფლებას სათავეში ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ოლივერ სპასოვსკი ედგა.